ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორაში“ რამდენიმე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეიჭრა, დააზიანეს ინვენტარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. ამის შესახებ ზუგდიდიდან „ინტეპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება.
მაღაზიის სამი თანამშრომელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ისინი ნევროტულ მდგომარეობაში არიან. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
იპნ

