ზუგდიდში ევროკავშირის ოფისის ავტომობილი გაქურდეს

რამდენი საათის წინ ზუგდიდში ევროკავშირის ოფისის ავტომობილი გაქურდეს.

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით,  წაღებულია ქურთუკი და აკუმულატორი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.