ზვიად კუპრავა – “ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება”

ზვიად კუპრავა - "ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება"თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.”ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება, აქ ვარ იმიტომ რომ, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილი არის ეს,” – ამბობს კუპრავა.

ზვიად კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს დააკავეს.

ნიუპოსტი