“ახალი რეგულაციები დაიცავს”- შს მინისტრი ჭავჭავაძის გამზირზე მოხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

"ახალი რეგულაციები დაიცავს"- შს მინისტრი ჭავჭავაძის გამზირზე მოხდარ ტრაგედიას გამოეხმაურაჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც მშენებლობის დროს მიწის ჩამოწოლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, შრომის უფლების და შრომის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ხელისუფლება ახალ რეგულაციებს აწესებს, რომელიც ძალაში ყველა კომპანიისთვის სექტემბრიდან შევა. სამუშაო ადგილებზე უბედურ შემთხვევებს დაწესებული რეგულაციების აღსრულების პრობლმებს უკავშირებს:

„ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა, შრომის უფლების და შრომის უსაფრთხოების დაცვა, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია და თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და როგორც მახსოვს პირველი სექტემბრიდან ამოქმედდენა ყველა სახის კომპანიებისთვის და საწარმოებისთვის. ახალი რეგულაციები დაიცავს. რა თქმა უნდა ქვეყანაში სადაც შრომის ინსპექცია, როგორც ასეთი, არ არსებობდა წლების განმავლობაში, აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს. ვთვლი რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია სახელმწიფო ნება და კანონმდებლობა უკვე არსებობს და პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრის და სამოქალაქო სექტორის ზრუნვის საგანი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.