ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი – “ჩემი მიზანი არ არის, გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი”

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი - "ჩემი მიზანი არ არის, გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი”ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, მისი მიზანი არ არის, სამართლებრივად პასუხი აგოს მისმა ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა.

როგორც მან თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა, თუმცა რას გულისხმობს ეს სიმართლე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი არ აკონკრეტებს.

ამასთან, მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში დეტალურის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც არ დასრულებულა და უნდა გაგრძელდეს, თუმცა როდის, მისთვის უცნობია. ამასთან, ანა ბაგრატიონ-გრუზინკის განმარტებით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ჩემი მიზანი არ არის, გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დოკუმენტი უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში იყო ჩადებული და შემდეგ რაღაც სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“, – ,განაცხადა ანა ბაგრატონ-გრუზინსკიმ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში პასუხობდა.

გამოძიებას 2014 წელს მასზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები სავარაუდოდ ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა.

ადვოკატების ინფირმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

იპნ