აფეთქება დიღომში – 21 წლის ბიჭი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აქვს, შოკურ მდგომარეობაშია

აფეთქება დიღომში - 21 წლის ბიჭი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აქვს, შოკურ მდგომარეობაშიადიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 21 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას 35%-იანი დამწვრობა აქვს მიყენებული და ის შოკურ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დაშავებულთა შორისაა 7 თვის ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთაცსებული და მას პირველადი გამოკვლევები უტარდება. ექიმის განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„სუნთქვის უკმარისობის ნიშნები ნამდვილად არ არის, დინამიკაში მიმდინარეობს მონიტორინგი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, მეთვალყურეობის ქვეშ არის და მიმდინარეობს კვლევები. დამწვრობა არ აღენიშნება,“ – განაცხადა ექიმმა.