„არა ერთი “ფეისბუქ სტატუსი” ვნახეთ ვატო შაქარიშვილის, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა “ქართულ ოცნებაში” – მამუკა მდინარაძე

„არა ერთი "ფეისბუქ სტატუსი" ვნახეთ ვატო შაქარიშვილის, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა "ქართულ ოცნებაში" - მამუკა მდინარაძეთბილისის საკრებულოდან ვახტანგ შაქარაშვილის წასვლის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატის სხვადასხვა სტატუსები სოციალურ ქსელში აღნიშნულის შესახებ მოასწავებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მმართველი პარტიიდან ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა მიანიშნებს თუ არა პარტიაში რღვევის პროცესზე, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს პერსპექტიული არ არის:

“თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც პარლამენტში იყო და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა. ჩვენ არაერთი “ფეისბუქ სტატუსი” ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და რამდენიმე თვის წინაც კი, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა “ქართულ ოცნებაში”. აქედან, გამომდინარე, აქ ახალი არაფერი არ არის და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არ არის პერსპექტიული, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვების პროცესი”, – განაცხადა მდინარაძემ.