“არა უშავს, ცოტასაც მოვიცდი” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე

"არა უშავს, ცოტასაც მოვიცდი" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე22 აპრილს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა ოდესის ოლქის ექს გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა, აღნიშნულ ფაქტს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ეს პროცესები ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაუკავშირა.

„ვიდრე პოროშენკო პრეზიდენტია, მე არც კი ველოდი სასაზღვო სამსახურისგან სხვა პასუხს, არა უშავს, ცოტასაც მოვიცდი, ამდენთვიანი ლოდინის შემდეგ“- დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, ორშაბათს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ აქვს ქვეყანაში შესვლის სამართლებრივი საფუძველი. რადგან 2017 წელს საკააშვილმა უკანონოდ გადაკვეთა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი და უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აქვს აკრძალული.