“არასასიამოვნოა ახლა, როგორც გამოიყურება პარლამენტი” – ბესელია კობახიძის რეჟიმის გამო დარღვეულ რეგლამენტზე

"არასასიამოვნოა ახლა, როგორც გამოიყურება პარლამენტი" - ბესელია კობახიძის რეჟიმის გამო დარღვეულ რეგლამენტზეეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესა და მის ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს.
“ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს”- მიმართა დეპუტატმა უმრავლესობას.

დეპუტატები რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, პროცედურების დარღვევაზე მსჯელობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, დღეს რიგგარეშე სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ და ასევე განიხილონ განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

ეკა ბესელიას თქმით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია.

„მე მესმის, რომ არ არის სასიამოვნო ამაზე საუბარი, მაგრამ გაცილებით უფრო არასასიამოვნოა ახლა, როგორც გამოიყურება პარლამენტი და მე არ მგონია ეს რომელიმე ჩვენგანს არ აწუხებდეს. მგონია, რომ ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცდაედურას არ იცავს. ისე ნიშნავს ბიუროს სხდომას, რომ რომელ საათზეც არის სასურველი პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ იწვევს და არ აქვს მნიშვნელობა რეგლამენტში რა წერია. ისე არღვევს რეგლამენტს კენჭისყრის დროს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ასეთი წინადადება მინდა შემოვიტანო – რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის დარღვევა არ შეიძლება. მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხევაში რეგლამენტის დაცვა ამ პარლამენტში არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რამ?“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.