ბარსელონაში ქართველები დააკავეს

ბარსელონაში ქართველები დააკავესბარსელონაში ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ესპანური მედიის ცნობით, აღნიშნული სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ტარდება.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბრალად ქურდობა ედებათ. მათივე ცნობით, საუბარია დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომლებმაც ბარსელონასა და მიმდებარე ქალაქებში 70-ზე მეტი ბინა გაქურდეს.

მასშტაბურ სპეცოპერაციაში 200-მდე სამართალდამცავი იღებდა მონაწილეობას.

დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.