ბათუმის საკრებულოში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ნაციონალი დეპუტატი როინ ზოიძე, რომელსაც თავი დაუზიანდა და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებისა და სიპებისგან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას, არაერთი გამოთხოვის მიუხედავად, ვერ იღებენ.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “ბათუმის წყალში”, სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებში ნეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს “ქართული ოცნების” წევრმა ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები პერსონალურ ინფორმაციას ითხოვენ რისი გაცემაც დაუშვებელია.
ნიუპოსტი

