ბიბილოვი – ”გაწევრიანდეს საქართველო ნატოში, ეს მისი უფლებაა”

ბიბილოვი - ”გაწევრიანდეს საქართველო ნატოში, ეს მისი უფლებაა”ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტთან და ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მშვიდად ვართ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია. ეს პოზიცია უცვლელი დარჩება უახლოესი ათასი წლის განმავლობაში. დაე გაწევრიანდეს საქართველო ნატოში. ეს მისი უფლებაა. ჩვენ განვითარების ჩვენი ვექტორი გვაქვს. რუსეთთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება. შევამუშავეთ რიგი ღონისძიებები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის უსაფრთხოების ერთიან კონტურზე“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა

დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე შეეხო ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან წაიღოს.

„სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. მეფის რუსეთშიც კი. რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“ – დასძინა მან.