“ჩაგიტარებიათ თუ არა გამოძიება მის გატაცებაზე” – ევროსაბჭოში პრემიერს მუხთარლის საქმეზე განმარტების გაკეთება მოუწია

"ჩაგიტარებიათ თუ არა გამოძიება მის გატაცებაზე" – ევროსაბჭოში პრემიერს მუხთარლის საქმეზე განმარტების გაკეთება მოუწიასაქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პასუხის გაცემა მოუწია.

„გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, – ჰკითხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა პრემიერს, რაზეც მამუკა ბახტაძემ თქვა:

“ეს არის სენსიტიური საკითხი. რა თქმა უნდა, გვაქვს კოორდინაცია აზრებაიჯანის მხარესთან. გამოძიება პროგრესშია. შეფასების გაკეთებას შევძლებ, როცა ის დასრულდება”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.