თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან ორი დეპუტატის გასვლას, მმართველი პარტიიდან წასული ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას თქმით, შაქარაშვილისა და ჯიშკარიანის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
„შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოადგენს მათ შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების, მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების, ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

