ტრაგედია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე – დაღუპული 41 წლის მუშის შვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.
„უსაფრთხოება იყო, მაგის ბრალი იყო, საერთოდ რა იყო, ვერ გეტყვით. დაზუსტებით არაფერს მეუბნებიან. მე შვილი ვარ, მაინტერესებს,“ – ამბობს გარდაცვლილი მუშის შვილი.
შეგახსენებთ: ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის დროს მიწა შენობის საძირკველის გამაგრებისას გუშინ ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა.
უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულ მეორე მუშას მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მიწიდან კიდევ ერთი დაღუპული, 25 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს.

