ირაკლი ოქრუაშვილი – “დიდხანს ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია”

ირაკლი ოქრუაშვილი - "დიდხანს ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია"თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირეაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში.

“პოლიტიკაში დაბრუნება არ ყოფილა თვითმიზანი. არ მქონდა ამბიცია, რომ ფართო მასშტაბებით შემოვსულიყავი და მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავის საზღვარი რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ყოვედღე იცლება ქვეყანა ადამიანებისგან და ყოველდღიურად ღარიბდება. 361 ლარი, რომელიც მთავრობა დაგვიდგინა როგორც საარსებო მინინუმი, არის თვალებში ნაცრის შეყრა. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მაცივარს და ტელევიზორს იყიდიან სესხით და მერე შავ სიაში მოხვდებიან ამ განცხადებას აკეთებს ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ევალება ჭარბვალიანობის აღმოფხვრა. რისთვის გვინდა ყველაფერი თუ არა ადამიანებისთვის. თუ ვერ შევთანხმდებით იმაზე რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება, მაშინ არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. დიდხან ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე დავბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. ყველას ერთად გვიჭირს.. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები უკავშირდება ერთ ადამიანს, ბიძინა იანიშვილს. მან დაადასტურა რომ არ შესწევს ქვეყნის მართვის უნარი” -ამბობს ოქრუაშვილი.