დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცესმადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი დიეგო კოსტა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა.

ბარსელონასთან შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფის გამო გააძევეს და ის მომავალ 8 შეხვედრას გამოტოვებს, რაც ნიშნავს რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 7 ტური დარჩა სათამაშო.

როგორც გაირკვა დიეგომ მსაჯის დედას მიაყენა შეურაცხყოფა და არბიტრს ხელითაც შეეხო, რის გამოც ის მკაცრად დაისაჯა.