ედენ აზარი თავის მომავალზე არ საუბრობს

ედენ აზარი თავის მომავალზე არ საუბრობსჩელსის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავის მომავალზე საუბარს თავი აარიდა და თქვა, რომ ყველაფერი ცნობილი ზაფხულში გახდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზარი რეალში აპირებს კარიერის გაგრძელებას და მადრიდული გუნდი მზად არის მასში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს:

”ჯერჯერობით ჩელსის ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ თამაშებზე ვფიქრობ. წინასწარ არაფერზე საუბარი არ მინდა. ზაფხულში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მანამდე კი ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩელსის გარშემოა”.