ეკა ბესელია პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ეკა ბესელია პოლიტიკურ პარტიას ქმნისეკა ბესელია პოლიტიკურ პარტიას ქმნის. უახლოეს მომავალში, როდესაც თანამოაზრეებთან კონსულტაციებს დაასრულებს, ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.  ამის შესახებ დეპუტატმა მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“პოლიტიკოსებს საზოგადოების ხმა უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე – იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ.

ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას.

“დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს ფილარმონიაში “დაიცავი საქართველოს” შეკრება გაიმართა.

2020ნიუსი