ღილაკების ახალი სკანდალი და მარიამ ჯაშის მიმართვა აბიტურიენტებს: „საგანგაშო არაფერია“

ღილაკების ახალი სკანდალი და მარიამ ჯაშის მიმართვა აბიტურიენტებს: „საგანგაშო არაფერია“მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივის ჩაგდებას ტექნიკური პრობლემით გამოწვეულს უწოდებს.

უმრავლესობის დეპუტატი აბიტურიენტებს მიმართავს და ამბობს, რომ “ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო”.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.

ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა…

მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”, – განაცხადა ჯაშმა.