გიორგი პატარაია გამოუშვეს

გიორგი პატარაია გამოუშვესზუგდიდში სამართალდამცავების მიერ დაკავებული ენმ-ის პრესამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს. როგორ პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა თვალთვალი ოპოზიციის მიმართ. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, მისი თქმით, პოლიცია ნაცვლად ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა, ხელისუფლების დავალებით, დაკავებულია ოპოზიციის წევრების დევნით.

„იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას, რომლებიც უნდა იცავდნენ ოკუაპციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებას, დავალებას აძლევენ, რომ დევნა იყოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართულებით, დევნა იყოს იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც დღეს იგებს ზუგდიდის არჩევნებს, სამწუხაროა, რომ პოლიცია აქციეს ამ იარაღად.

ღონისძიებაზე მივდიდიოთ, რაზეც იყო თვალთვალი განცხორციელებული ავტომანქანის მიერ, მოვთხოვეთ ამ ადამიანებს საბუთი, გამოვიძახეთ პოლიცია და მხოლოდ მათი მოსვლის შემდეგ აჩვენეს ჩვენს წარმომადგენლებს საბუთი“ – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

დღეს გვიან საღამოს სამართალდამცავებმა ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი, პარტიის პრესამსახურის უფროსი და ოპოზიციის წარმომადგენელი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

ნიუპოსტი