გივი გაჩეჩილაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

გივი გაჩეჩილაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს5 აპრილს კომპოზიტორსა და დირიჟორს, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორს – გივი გაჩეჩილაძეს, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

„ბატონო გივი, თქვენ დიდი დამსახურება გაქვთ არა მარტო ჯაზის მოყვარულთა, არამედ ზოგადად ქვეყნის წინაშე. უხელმძღვანელო ორკესტრს უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანაში ისე, რომ ის მიუახლოვო საერთაშორისო სტანდარტს, რთული ამოცანაა თქვენი ტალანტის, შრომისმოყვარეობის, საქმისადმი ერთგულების შედეგი არის ის, თუ როგორ ჟღერს დღეს ორკესტრი. გილოცავთ და კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს!“ – მუსიკოსს ულოცავს მაია ბარათაშვილი.

გივი გაჩეჩილაძის უმცროსი ქალიშვილი, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ ჩემი უსაყვარლესი მამიკოს ვარსკვლავი გახსნეს ფილარმონიის წინ!!! გილოცავ, მა! ბოდიში, რომ არ ვიყავი გუშინ, მაგრამ მალე ჩამოვალ და ჩაგეხუტები! მადლობა ყველას, ვინც გაახარა მამა! ბ-ნ გაიოზ კანდელაკს, კახა მარკოზაშვილს, თბილისის მერიას, საქართველოს კულტურის პალატას! მადლობა ყველას! მიყვარხარ და ვამაყობ, მა! გილოცავ“ – წერს მომღერალი ვენიდან.

პრაიმ ტაიმი