გორიჯვრის მთაზე გოგა დოლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორიჯვრის მთაზე გოგა დოლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვესწუხელ ღამით, გორიჯვრის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

,,დიანიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგა დოლიაშვილია, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც ,,დიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დიანიუსი