გვარდიოლა: ”თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ”

გვარდიოლა: ”თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტოტენჰემთან წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი მატჩის სადავეებს აკონტროლებდა, თუმცა ბოლოში დასანანი გოლი გაუშვა. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შეუძლია ნახევარფინალში გასვლა:

”ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია და მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შედეგი კარგი არ არის და განმეორებით მატჩში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება”. ტოტენჰემმა პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს ჩატარდება.