ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალა

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალაინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევო კომისიის 270 წევრი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.

ბრიტანული მედია ოფიციალური პირების განცხადებებს ეყრდნობა და წერს, რომ თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ხელით ითვლიდნენ საარჩევნო ბიულეტენებს, რამაც მათი გადაღლა გამოიწვია.

გენერალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, 1,878 ადამიანი ავად გახდა.

17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის ორი პალატის დეპუტატებს, ასევე რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების წევრებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო დაახლოებით 800 ათასი საარჩევნო უბანი. არჩევნებზე აქტივობა 82% იყო.

260 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 93 მილიონს ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი ძირითადი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პრაბოვო სუბიანტო იბრძვიან. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოკო ვიდოდომ სწორედ სუბიანტოს აჯობა.

არჩევნების ოფიციალური შედეგები 22 მაისს გამოცხადდება.

იმედინიუსი