დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბილწსიტყვაობის ამსახველი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. პარლამენტში ოპოზიციის ხმაურის ფონზე, ერთ-ერთ ჩართულ მიკროფონში კობახიძის სიტყვები გაიპარა.
აღნიშნული მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო:
“მე ვერ გავიგე, ქალბატონი ირმა და ბატონი გიგა, რას გულისხმობდნენ. ახლა ვნახე, თურმე, “რუსთავი 2”-ს უყურებენ. მე გამიკვირდა, ისინი როგორ უყურებენ „რუსთავი 2″-ს. ტყუილი ინფორმაცია არის გავრცელებული. მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ჩემი თხოვნაა, ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ნიკა გვარამია ჩემი შენ გითარის პრინციპით მოქმედებს ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

