“გაიხსნება კარები ნებაყოფლობით კი ბატონო, არ გაიხსნება, მაშინ კარებში გავალთ სხვანაირად”, – ამის შესახებ თავდაცის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა მას 2003 წლის გამოცდილება და ვარდით ხელში პარლამენტში შევარდნილი სააკაშვილი გაახსენა, რაზეც ოქრუაშვილი ამბობს:
“შესანიშნავი სცენარი იყო”.
კითხვაზე უკვე რევოლუციით იმუქრება? – პასუხობს:
“არა. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ იგივე მეთოდებით და გზებით მოიპოვოს პარლამენტში უმრავლესობა და ეს ტოლფასი იყოს ჩევი და ჩვენი შვილების მომავლის ხმების ქურდობასთან, მაშინ ჩვენ არ დავჯდებით გულ-ხელდაკრეფილები და არ ვიტყვით არაფერი არ მომხდარა და არ “გავუპრავებთ” ამ ყველაფერს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
აიპრესი