“ევროპული საქართველოს” მოთხოვნას გიორგი გახარიას საკომიტეტო სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.
სესიაშვილის თქმით, კარგია როდესაც პოლიტიკოსები, იუმორს პოლიტიკოსები ინარჩუნებენ და ფინჯან ყავაზე ელენე ხოშტარიას და გიორგი გახარიას ერთად ეპატიჟება.
“კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ, მეც ჩავერთვები და ფინჯან ყავაზე ორივეს, ელენა ხოშტარიასა და გიორგი გახარიას ერთად დავპატიჟებ… ღია კარს ნუ დავამტვრევთ. მინისტრი იმ დროს მოვა, როცა განსაზღვრულია. უფრო მეტიც, მოლოდინი მაქვს, რომ იმ დროისთვის გამოძიების შედეგებიც იქნება და შინაარსობრივად ვიმსჯელებთ” – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

