იტალიაში, ქალაქ მოლფეტაში, საქართველოს მოქალაქე ნიჩბით ხელში კაფე-ბარის სტუმრებს დაესხა თავს.
იტალიური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ბარში წელს ზემოთ შიშველი შევიდა და განაცხადა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობს. მოგვიანებით, მან ნიჩაბი აიღო და სტუმრებს დაესხა თავს.
კაფეს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა თავდამსხმელი კარაბინერების მოსვლამდე გაიქცა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა და სავარაუდოდ მხედველობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მანქანა დაეჯახა.
ამჟამად მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ნიუპოსტი

