იურგენ კლოპი: ”ვან დეიკის ტრავმა სერიოზული არ არის”

იურგენ კლოპი: ”ვან დეიკის ტრავმა სერიოზული არ არის”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვან დეიკის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ტრავმა სერიოზული არ არის. კლოპის თქმით ტოტენჰემთან გამარჯვება, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო:

”ძალიან მიხარია რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიეთ, რადგან ქულების დაკარგვა კატასტროფა იქნებოდა. ვან დეიკმა მატჩის ბოლოს მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ ეს სერიოზული არ არის და ვირჯილი მალე დაგვიბრუნდება”–განაცხადა კლოპმა. ლივერპულმა ტოტენჰემს ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო 2:1.