„ივანიშვილი პანიკაშია, ამიტომ დარბის ხიბულაში ხმების სამათხოვროდ“- ბოკუჩავა

„ივანიშვილი პანიკაშია, ამიტომ დარბის ხიბულაში ხმების სამათხოვროდ“- ბოკუჩავადაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. მომხდარს ოპოზიციის რიგებშ ეხმაურებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატს გახარიას ზონდერები მიუგზავნა.

„ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათშორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.