“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომელიც ოლიგარქმა 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წლის გასვლას მიუძღვნა.ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილი წინა საარჩევნოდ ცხრა აპრილზე საუბრით ცდილობს ადამიანების გულის მოგებას.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდმა დაანახა ყველას, რომ ამ ადამიანს არანაირი განცდა და მგრძნობელობა, იმისა თუ, ან რაში ცხოვრებდა ქართველი ხალხი ან როგორ ცხოვრობს დღეს, არ აქვს. ყველა მისი სენტიმენტი გამოწვეულია ძალიან მკაცრი საარჩევნო კალკულაციით, რომ ახლა სჭირდება ვიღაცის გულის მოგება, თორემ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი „9 აპრილის გმირებს“ თვითონ ეხმარებოდა რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიების დროს. ეს ფარისევლობა რასაც ივანიშვილი აკეთებს მუდმივად და ახლა 9 აპრილთან მიმართებაში, უკვე ნათელი არის ჩვენი საზოგადოებისთვის და იმედი მაქვს ასეთი ფარისევლობა, გამიზნული ისევ საარჩევნო პერიოდებზე, არ იქნება მიღებული ქართული საზოგადოების მიერ და არჩევნებზე მას სათანადო პასუხი გაეცემა,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

