”ვერ გაუძლო დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა. ვერც პიროვნულად და ვერც პოლიტიკურად”, – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ ერთი ლიდერი დავთ ბერძენიშვილი. ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილი საკუთარ კოალიციასთან დამარცხდა და ვერ გაუძლო ვერავის, მათ შორის ვერც ეკა ბესელიას.
“ის, რაც არ უვარგოდა წინამორბედებს, არ უნდა იყოს აკუმილირებული, რომ მაინც და მაინც შენს არსენალში გადმოიტანო. ვერ გაუძლო დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა. ვერც პიროვნულად და ვერც პოლიტიკურად. მან არა თუ კონკურენციას ვერ გაუძლო, არამედ ვერ გაუძლო პარტნიორობას. მან საკუთარ კოალიციას ვერ გაუძლო, საკუთარ კოალიციასთან დამარცხდა. მან საკუთარ პარტიაში ეკა ბესელიასაც კი ვერ გაუძლო. ის საკუთარ პარტიაში რაღაცა ისეთ ჯგუფთან დამარცხდა, რომლებიც მის პოლიტიკაში მოსვლამდე… ეკა ადვოკატი იყო და პოლიტიკური წარსულიც ჰქონდა. მარტო ეკაზე არ ვლაპარაკობ, მან ვერავის გაუძლო.
მას არ შეუძლია არაიერარქიული ურთიერთობები, ანუ ის არ არის თავისუფალი. მას არ შეუძლია კონკურენტულ-პარტნიორული ურთიერთობები. ეს მის წინა მორბედებსაც ახასიათებდათ, მაგრამ ამდენი დოზით არავის. ივანიშვილი საკუთარ პერსონალურ ოცნებასთან კატასტროფულად დამარცხდა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
პირველი რადიო

