„ივანიშვილს ეშინია, წუთები აქვს დათვლილი. რეფორმების მეოთხე ტალღაზე ხალხს კედელთან დახვრეტენ”, – გრიგოლ ვაშაძე კირკიტაძის სასამართლოზე

„ივანიშვილს ეშინია, წუთები აქვს დათვლილი. რეფორმების მეოთხე ტალღაზე ხალხს კედელთან დახვრეტენ", - გრიგოლ ვაშაძე კირკიტაძის სასამართლოზეგაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს აფასებს.

ვაშაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას მომდევნო სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკაშვირებით უსამართლოდ მიიჩნევს და სამარცხვინოს უწოდებს.

„ეს ბიოლოგიური არსება უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს, როგორ ფიქრობთ, სირცხვილი არ არის? პროკურორი კიდევ ეხვეწება მოწმეს, თქვი, რაც ჩვენებაში აღწერილი გაქვსო, არ ახსოვს იმ საწყალს კაცს, იწურება ოფლში და არ იცის, რა თქვას. არც ხელისუფლება გვყავს, ბატონებო, მომილოცია! გვყავს ივანიშვილი, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის, ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან ეშინია და ღამე არ სძინავს იმიტომ, რომ წუთები აქვს დათვლილი მას და მის ხელისუფლებას. ეს არის თურმე, მესამე ტალღა რეფორმების და მეოთხეზე ალბათ, ხალხს კედელთან დახვრეტენ”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ