“იზა ქავთარაძეს ძილის დროს სუნთქვა გაუჩერდა… ის სახლში მარტო იყო… ბავშვობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია”

"იზა ქავთარაძეს ძილის დროს სუნთქვა გაუჩერდა... ის სახლში მარტო იყო... ბავშვობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია"ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე იტალიაში 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების შესახებ წერს.

“გარდაცვალების მიზეზი ძილის დროს სუნთქვის გაჩერება გახდა. ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა რბილი სასის დაშვებით გამოწვეული სასუნთქი გზების მექანიკური დახშობა,
მას ბავშვობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია, სისხლი ჩაუდგა წინაგულებში და თრომბი განუვითარდა, თრომბი მოწყდა და საძილე არტერიებით თავის ტვინში მოხვდა… ძილის დროს სუნთქვა გაუჩერდა… ის სახლში მარტო იმყოფებოდა შესაბამისად სამედიცინო დახმარება ვერავინ გაუწია.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს 27 წლის იზა ქავთარაძის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” შეგახსენებთ ძვირფასო ემიგრანტებო რომ იტალიაში მილანში სეუს თეატრალური დასის პირველი თაობის მსახიობი და (მომღერალი) მეცო-სოპრანო იზა ქავთარაძე შაბათს ღამით გარდაიცვალა….” – წერს შოთო სიხარულიძე.

ნიუპოსტი