„ჯერ არ მომხდარა, რომ მსგავსი შემთხვევებისასა ადამიანისთვის არ მიესაჯოთ წინასაწარი პატიმრობა“ – გოცირიძე ჯიბღაშვილის საქმეზე

„ჯერ არ მომხდარა, რომ მსგავსი შემთხვევებისასა ადამიანისთვის არ მიესაჯოთ წინასაწარი პატიმრობა“ - გოცირიძე ჯიბღაშვილის საქმეზემსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ორი დღის წინ სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე ჯიბღაშვილს გირაოს სახით 10 ათას ლარი შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც პირის მიმართ განსხვავებული მიდგომაა გამოყენებული, ეს იმას ნიშნავს რომ მას მფარველი ჰყავს:

„ამ შემთხვევაში არის ძალიან სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ნარკოტიკების რაოდენობა არის დასახელებული. იშვიათია პრეცედენტი, შეიძლება არც კი მომხდარა, რომ მსგავსი შემთხვევებისასა ადამიანისთვის არ მიესაჯოთ წინასაწარი პატიმრობა და პირდაპირ ჩანს აქ ეჭვები,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.