ჯონი დეპი რუს მოცეკვავე პოლინა გლენს ხვდება. როგორც Daily Mail-ი წერს, ამერიკელი მსახიობი მასზე დაქორწინებას აპირებს.
გაზეთის ინფორმაციით, დეპმა და გლენმა ერთმანეთი 2018 წელს ლოს-ანჯელესში წვეულებაზე გაიცნეს. გოგო იქ დასასვენებლად იყო ჩასული და მსახიობი ვერ იცნო, რომელიც მასთან გასაცნობად მივიდა.
როგორც დეპის მეგობრები ამბობენ, მსახიობი რუსეთში ჩასვლას და შეყვარებულის მშობლების გაცნობას აპირებს.
პოლინა გლენი სანქტ-პეტერბურგიდან აშშ-ში საცხოვრებლად 2 წლის წინ გადავიდა.
იმედინიუსი