„კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა“ – კახა კალაძე ბაღებში აღმოჩენილ დარღვევებსა და შპს ნილზე

„კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა“ - კახა კალაძე ბაღებში აღმოჩენილ დარღვევებსა და შპს ნილზეარაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობები – 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია.

აღნიშნულზე კომნტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა:

„როდესაც ასეთი ტიპის დარღვევები ხდება ხოლმე, შესაბამისი რეაგირება და ქმედებების განხორციელება ხდება ჩვენი მხრიდან. შემთხვევითი არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები, რა თქმა უნდა ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ მომავალშიც დაცულები ვიყოთ, რათა არასწორი პროდუქტები არ შევიდეს საბავშვი ბაღებში და არა მხოლოდ საბავშვო ბაღებში, არამედ ზოგადად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, შპს ნილის მიმართ, რომელიც ბაღების საკვებით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისი ზომები გატარდება:

„კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა, როგორც სხვა შემთხვევებში“, – დასძინა კალაძემ.