კიმ ჩენ ინი რუსეთიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა

კიმ ჩენ ინი რუსეთიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრაჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზების გამო 26 აპრილს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის საბრძოლო დიდების მემორიალთან მისვლა, ბალტზე დასრება და ოკეანარიუმში ვიზიტი.

ვლადიმირ პუტინისა და კორეის ლიდერის შეხვედრა გუშინ, 25 აპრილს გაიმართა. იგი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ დიალოგი შინაარსიანი და საქმიანი იყო და იგი შეხვედრით კმაყოფილია.

სამაგიეროდ. კიმ ჩენ ინს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პუტინი ჩრდილოეთ კორეაში დაპატიჟა.

ექსპერტები ამ შეხვედრას “მოსაზრებების გაცვლას” უწოდებენ, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხში.

ნიუპოსტი