კოუტინიო ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

კოუტინიო ბარსელონადან წასვლას არ აპირებსბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში უარყო ის ფაქტი, რომ ის ბარსელონას დატოვებას აპირებს. კოუტინიოს თქმით პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება: ”ჩემზე ბევრი რამ იწერება და მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.

ბარსელონაში ბედნიერი ვარ, თუმცა მინდა რომ უკეთესად ვთამაშობდე და ამისთვის ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. იმედი მაქვს, ბარსელონაში კიდევ დიდხანს დავრჩები”. ბოლო პერიოდში ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ რომ კოუტინიო ინგლისში აპირებდა დაბრუნებას.