ლანჩხუთში 25 წლის ნ.კ.-მ ბათუმში ავარიის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო – ის ავარიაში დამნაშავე არ იყო

ლანჩხუთში 25 წლის ნ.კ.-მ ბათუმში ავარიის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო - ის ავარიაში დამნაშავე არ იყოროგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, გასულ კვირას ტრაგედია მოხდა ლანჩხუთში, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

28 აპრილს, აღდგომას ადრე დილით 25 წლამდე ნ.კ საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, სოფელ ნიგოითში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გასულ შაბათს  ნ;კ, სამსახურეობრივი ავტომანქანით  ბათუმში 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ნიგოეთლების სიძე იყო. როგორც სოფელში გვითხრეს, ნ.კ-ს წინააღმდეგ დაღუპულის ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ:

“უბედური შემთხვევა მოხდა. თან გარდაცვლილი ჩვენი სოფლის სიძე აღმოჩნდა. არ უჩივლა ოჯახმა და პოლიციას არ დაუკავებია ნ.კ, მაგრამ ისე იმოქმედა მასზე მომხდარმა, დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს” – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ერთ-ერთ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა.

29 წლის ბიჭი, რომელიც კაცს დაეჯახა და თავი მოიკლა, დამნაშავე არ იყო – ,,კამერებში ჩანს, რომ კაცმა გზაზე გადაურბინა”