„კლანი, პატიოსანი ადამიანის თვალში აღიქმება, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფი, ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში ამ 4 – 5 წლის მოღვაწეობის შედეგად – სტრასბურგის სასამართლოში 11 ჯერ შემცირდა მიმართვიანობა, ათასობით საქმე იხილება სასამართლოში და ხალხი სამართალს პოულობს.
ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი რომელიც ცდილობს რომ გაკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო. ბუნებრივა ამ გუნდის წევრი არის ჩინჩალაძეც, ამ გუნდში მის გარდა არის სამასი კაცი. 300 კაცში ვგულისხმობ ყველას ვინც მუხლჩაუხრელად იბრძვის იმისთვის, რომ კონკრეტულ დარბაზში, როდესაც შედის მოსამართლე და კონკრეტულ საქმეს იხილავს, გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება, აი, ეს ეგრედ წოდებული კლანის წევრები, ცდილობენ რომ მოქალაქეებს სამართალი არ დაუკარგოს.“-განაცხადა ლევან მურუსიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.

