მალტაში ქართველ მუშას ტოიოტადან ესროლეს -ახალი დეტალები

მალტაში ქართველ მუშას ტოიოტადან ესროლეს -ახალი დეტალებიმალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა, ადგილობრივი მედია დეტალებს ავრცელებს.

როგორც გამოცემა Malta Today იუწყება, ინციდენტი გუშინ, 7 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც ირკვევა, უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი. ინციდენტის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

პოლიციას ჯერ არ დაუკავებია დამნაშავე. სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ მის დასაკავებლად. ასევე უცნობია ინციდენტის მოტივები.

იპნ