მდინარაძე შავგულიძეს – “ბოდავ შენ, შალვა! უზრდელობაზე მიგანიშნებ!”

მდინარაძე შავგულიძეს - “ბოდავ შენ, შალვა! უზრდელობაზე მიგანიშნებ!"“იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის და  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შავგულიძის დებატები გირგვლიანის საქმის დეტალების განხილვას და მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან  მოჰყვა.
დებატების დროს შავგულიძემ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რას ბოდავ?!”.

ამ რეპლიკამ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება გამოიწვია. “უზრდელობაზე მიგანიშნებ შალვა, ბოდავ შენ, უღირსად იქცევი ახლა”- მიმართა მდინარაძემ შავგულიძეს.

“თუ ასე გული გწყდებოდა გირგვლიანზე, სად იყავით მაშინ შენ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი? მაშინ ივანიშვილი “ნაცმოძრაობის” გვერდით იყო. გარდა ამისა, რომელიმე საპროტესტო აქციაზე თუ იყავით, თუნდაც გირგვლიანის შემდეგ?” – ამ კითხვით მიმართა “იმედზე” დებატების დროს შალვა შავგულიძემ მამუკა მდინარაძეს.

ამ კითხვაზე მამუკა მდინარაძემ უპასუხა:

“ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო იქ, სადაც მიაჩნდა სწორად და თავიდან ნამდვილად ეხმარებოდა იმ ადამიანებს და როდესაც შეხედა, რომ გირგვლიანი და უბედურება მოხდა და გააფრინეს, ბატონო შალვა, თქვენმა დღევანდელმა პარტნიორებმა, დიახ გააფრინეს, უარი თქვა მათთან ურთიერთობაზე.”

კითხვას, თუ რატომ არ გაასაჩივრა შალვა შავგულიძემ საქმე მეორე ინსტანციაში, შავგულიძემ ასე უპასუხა:

“ნუ დაემსგავსებით რუსეთს და მთელი თქვენი ხელისუფლება ნუ მოახდენთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზიას, ეს აზიანებს საქართველოს”.

შალვა შავგულიძის თქმით, მაშინ ეს იყო ერთადერთი სტრატეგია, რაც მას და მის მარწმუნებელს საშუალებას მისცემდა, საქმე ევროპულ სასამართლოში გაესაჩივრებინა

მამუკა მდინარაძის თქმით შალვა შავგულიძეს ნაციონალური მოძრაობის და მისი  განაყოფების ხელწერა დაეტყო.

“ბატონი შალვა მომზადებული მოვიდა და უკვე დაეტყო ნაციონალების სტილი და მათი განაყოფების. რომ გაუჭირდა ლოგიკაში და რუსულს მიადგა ისევ, ანუ საიდან სად მივედით, ხედავთ? გირგვლიანის საქმეზე ვიკითხე,  რატომ არ გაასაჩივრეს და რუსეთიო… მაგას ახერხებს ბოკერია და რამდენიმე ადამიანი”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აიპრესი