მექა ხანგოშვილი მაია ცქიტიშვილს – ”რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო?”

მექა ხანგოშვილი მაია ცქიტიშვილს - ”რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო?”ქისტური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა პანკისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მყოფ მინისტრებს კითხვა დაუსვა.

ის შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედასთან, მედიკო მარგოშვილთან ერთად იმყოფება. ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია:

“თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი და არა ცხელი. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა”- განაცხადა ხანგოშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა კი მიუგო, რომ აღნიშნულ საქმეზე მას პასუხის გაცემა მანამდე არ შეუძლია, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

ნიუპოსტი