ზესტაფონში ავტომანქანა დაიწვა. როგორც მუნიციპალიტეტს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, დამწვარი ავტომობილი მის მხარდამჭერს გიორგი ქამუშაძეს ეკუთვნის, ფაქტი კი შემთვევითი ინციდენტით არ არის გამოწვეული. მერობის კანდიდატის თქმით, მანქანა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაწვა.
მომხდარს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. როგორც რობაქიძე ამბობს, აღნიშნული მანქანით დღეს თბილისში საარჩევნო ბუკლეტები უნდა გადმოეტანათ.
შემთხვევა ზესტაფონში წუხელ მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო, რობაქიძებ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ პოლიცია ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს აღებას ითხოვს. რობაქიძის თქმით, მასზე და მის მხარდამჭერებზე ზეწოლა აქტიურად მიმდინარეობს.

