ნათელაშვილი პატრიარქს – არ გინდათ ივანიშვილის ვერცხლი, არ მიიკაროთ ეშმაკი

ნათელაშვილი პატრიარქს – არ გინდათ ივანიშვილის ვერცხლი, არ მიიკაროთ ეშმაკი“ეს იყო დღე ბზობის, როდესაც ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში.ივანიშვილი კი სპეცრაზმით შევიდა პანკისში. რათ გვინდა ამის მოხატული ფრესკები. რათ გვინდა ამის გადარჩენილი ფრესკები. ივანიშვილის სახით ქვეყანას სატანა შემოესია. საყდრისი ააფეთქა კაცმა. საყდრისის ადგილას რა უნდა ააშენოს? მივმართავ საპატრიარქოს, უწმინდესს მუხმოდრეკილი  – არ მიიკაროთ ეშმაკი, არ გინდათ ამის ვერცხლი. არ მოახატინოთ ივანიშვილს არაფერი, არ დაუჭიროთ მხარი, არ დაანგრევინოთ ქვეყანა, ნუ გავიყიდებით ფულზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია”

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.