პოლ პოგბა: ”ევერტონთან სამარცხვინოდ ვითამაშეთ”

პოლ პოგბა: ”ევერტონთან სამარცხვინოდ ვითამაშეთ”მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ევერტონთან მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა გუნდმა ეს შეხვედრა სამარცხვინოდ ჩაატარა და ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს:

”ჩვენ ისე ვითამაშეთ თითქოს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვიყოთ და ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გულშემატკივარს მინდა დავპირდე, რომ მსგავსი თამაში არ განმეორდება”.

ოთხშაბათს მანჩესტერ იუნაიტედი სიტის დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა ბევრი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.