პსჟ მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა

პსჟ მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდაპსჟ-ს ამ ზაფხულს სავარაუდოდ ედისონ კავანი დატოვებს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება და პარიზელები უკვე ეძებენ მის შემცვლელს. ერთ-ერთ ვარიანტად მაურო იკარდი განიხილება, რომელსაც ბოლო პერიოდში ინტერის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა.

ამის გამო იკარდიმ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა და მისი სატრანსფერო ფასიც დაეცა. პსჟ მზად არის ამ ტრანსფერში 70 მილიონი გადაიხადოს და პარიზელები უფრო დიდ თანხას ინტერს არ შესთავაზებენ.