„ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას“ – თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს დიქტატურაში ადანაშაულებს

„ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას“ - თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს დიქტატურაში ადანაშაულებსგაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, დიქტატურაში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ თინა ბოკუცავამ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მან რეგისტრაციის გადადება გააპროტესტა.

„რეალურად თქვენ აბსოლუტურად ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას. შექმენით უმრავლესობის დიქტატურა, იმიტომ რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, არის ლეგიტიმური მიზეზი, მაგრამ არ გვიხსნით ასევე რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ გადაიდო რეგისტრაცია.

ასევე ეს არის იგივე კომიტეტებზეც. როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს სურს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გადადოს, ან დრო შეცვალოს, ან გააუქმოს ან თავიდან დანიშნოს კომიტეტის სხდომა, მაგრამ იგივეს უფლება არ გააჩნიათ სხვა წევრებს და განსაკუთრებით ოპოზიციის წევრებს.

ამაზეა საუბარი ბატონო ირაკლი, რომ პარლამენტში თქვენი გადაწყვეტილებებით იჩაგრება ოპოზიცია, მათ შორის რეგლამენტის გამოყენებით. ამაზე გამოხატავდა ბატონი აკაკი თავის პროტესტს და იმის ნაცვლად, რომ თქვენ გქონდეთ ლეგიტიმური პასუხი, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალიან შეუფერებელი რიტორიკით მიმართავთ პარლამენტის წევრებს“, – მიმართა ბოკუჩავამ კობახიძეს.